თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამა წლის 1-ლი დეკემბრიდან ფუნქციონირებას იწყებს „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა“ საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის. სწავლა უფასოა და გამიზნულია ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიისა და გეოგრაფიის მიმართულებით ცოდნის შეძენისა და გაღრმავებისთვის. მოსწავლეების შერჩევა განხორციელდება გასაუბრებაზე, რომელიც ჩატარდება ამა წლის 16 ნოემბერს 16 საათზე თსუ მე-2 კორპუსის 227-ე აუდიტორიაში. სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.